• icon593 37 94 74
  • iconbritannica.ges@gmail.com
  • iconთბილისი / ჩარგლის ქ. #65
  • School Book

https://www.facebook.com/watch/?v=743845333675342 

2021 წლის ოქტომბერს მწერალთა სახლისა და აფხაზეთის კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით ჩატარდა კონკურსი „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“,რომლის მიზანია მოზარდებში ცნობიერების ამაღლება კონფლიქტის ზონებისა და საქართველოს ოკუპაციის შესახებ, მათთვის იმის შეხსენება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და მათთან ისტორიული წარსული აკავშირებს.

სამკაციანმა ჟიურიმ,რომლის წევრები იყვნენ მწერლები: ირაკლი შამათავა, ნინია სადღობელაშვილი და შორენა ლებანიძე, გამოავლინა 10 საუკეთესო ნაშრომის ავტორი.

ფინალისტებს შორის დასახელდა ქართულ-ინგლისური სკოლა „ბრიტანიკას“ XII1 კლასის მოსწავლე ონისე თირქია.

  ნოემბრის ბოლოს აჭარის რეგიონში გაიმართა ლიტერატურული კონკურსი, სადაც კონკურსის ფინალისტებმა გადაინაცვლეს იმპროვიზაციულ ტურში,  მათ მიეცათ შესაძლებლობა არაფორმალურ გარემოში გაცნობოდნენ ჟიურის წევრებს და იმ ქართველ ავტორებს,რომლებიც წერენ აფხაზეთის თემაზე.

 იმპროვიზაციულ ტურში ფინალისტებმა კონკურსის ჟიურისგან მიცემულ დავალების მიხედვით, წინასწარ განსაზღვრულ დროში შექმნეს ლიტერატურული ნაწარმოებები, რომელიც კონკურსის დასასრულს ერთ წიგნად გამოიცემა.

 ქართულ-ინგლისური სკოლა „ბრიტანიკა“ ულოცავს ონისე თირქიას და მის ქართული ენის მასწავლებელს ნინო ვეკუას ამ გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს მათ შემდგომ შემოქმედებით საქმიანობაში.

 

ონისე თირქიას წერილი:

„ძალიან ძნელია დამალო ემოციები მაშინ, როცა ცხოვრება ყოველ ჯერზე ახალ თავგადასავალს გიმზადებს.

ჩემი ეს მოგზაურობაც მორიგი თავგადასავალი იყო ჩემთვის და შეუძლებელია ასეთ დროს კმაყოფილი არ დარჩე, როცა ზღაპრული გარემოთი, არაჩვეულებრივი ადამიანებით და მრავალი სიახლით ხარ გარშემორტყმული. არაფრის თქმა შემიძლია გარდა მადლობისა ამ კონკურსის შემქმნელების და ჟიურის წევრებისთვის. ეს არის ხალხი, რომელიც ყველაფერს აკეთებს აფხაზებსა და ქართველებს შორის გაჩენილი ნაპრალის ამოსავსებად. მე ამაყი ვარ და თან ბედნიერი, რომ მომეცა საშუალება, გავმხდარიყავი ამ ყველაფრის ნაწილი და ჩემი პატარა წვლილი შემეტანა მასში. 

ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დღეები და მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მომცა საშუალება იმ დროს, იმ ადგილას ვყოფილიყავი.