• icon593 37 94 74
  • iconbritannica.ges@gmail.com
  • iconთბილისი / ჩარგლის ქ. #65
  • School Book

2021 წლის 31 ოქტომბერს,  საქართველოს ეროვნული ბანკისა და პირველი ქართული საგანმანათლებლო პორტალ ,, Finedu“ მიერ გაიმართა მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება-კონკურსი - "ჩაერთე, ასწავლე, გაიმარჯვე“, ომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართულ-ინგლისური სკოლის ,,ბრიტანიკა“ მოსწავლეებმა: ელენე კასრაძემ, ლალიკო გოგაშვილმა, ბექა ჩიხაშვილმა, გიორგი ანთაძემ და სანდრო ღავთაძემ . საგან ,,მოქალაქეობისმასწავლებლის, ნინო ძულიაშვილის მენტორობით.

კონკურსში თავდაპირველად  127 მენტორი დარეგისტრირდა, სპეციალური ვებინარი კი 91-მა მენტორმა გაიარა, ხოლო ნახევარფინ

ალში მონაწილეობა უკვე 75-მა მენტორმა მიიღო.  მენტორებმა ფინალში გადასასვლელად გააგზავნეს ნამუშევრები, რომელიც აღწერდა მოსწავლე-ახალგაზრდობის მიერ დაზოგვასთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულ პრობლემებს და მათ გადასაწყვეტად შეთავაზებულ გზებს. კონკურსის პირობებიდან გამომდინარე ფინალში ასპარეზობისთვის  შეირჩა 10 საუკეთესო ნამუშევარი.

ქართულ-ინგლისური სკოლის ,,ბრიტანიკამოსწავლეებმა მენტორის ხელმძღვანელობით წარმატებით გადალახეს ნახევარფინალის, შემდგომ კი  ფინალის შესარჩევი ეტაპი  და  31 ოქტომბერს ღონისძიება-კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს გამარჯვებულ მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ბანკისა და პანრტნიორი ბანკებისგან  გადაეცათ ფულადი ჯილდო, თითოეულ მოსწავლეზე 300 ლარის სახით, ხოლო  მენტორი კი  დასაჩუქრდა 500 ლარის ოდენობით.

 

https://finedu.gov.ge/ge/siakhleebi-1/konkursis-chaerte-astsavle-gaimarjve-finalistebi-tsnobilia-1?fbclid=IwAR37FkUVQUZOgOTVP-SPWmmlBv2ZmTB2ExbYlTqfmcc9QRIJvgRl5zCelOA