• icon593 37 94 74
  • iconbritannica.ges@gmail.com
  • iconთბილისი / ჩარგლის ქ. #65
  • School Book

2021 წლის 26 ნოემბერს შპს ქართულ-ინგლისური სკოლაბრიტანიკას“ 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს გადაეცათ ოქროს მედლები და წარმატების აღმნიშვნელი სერტიფიკატები.

2018-2019 წლის წარმატებული კურსდამთავრებულები არიან:

მარიამ ბერიაშვილი

ნიცა სირაძე

მარიამ ნოზაძე

ნინო ბადაგაძე

ელენე კურდღელაშვილი

ლუკა ხოსროშვილი

 

ხოლო, 2019-2020 წლის წარმატებული კურსდამთავრებულები არიან:

სოფიო ლაფაჩი

ირაკლი კანდელაკი

ნიკოლოზ ქებაძე

 

სკოლისათვის და ქვეყნისთვის საამაყო ახალგაზრდებს სკოლაბრიტანიკაშიმიღებული ცოდნა და აღზრდა დიდად დაეხმარა, რათა მათ სწორი მიმართულება აერჩიათ მომავალი პროფესიის შერჩევისას და უფრო მედგრად გაეგრძელებინათ გზა

სწორედ ეს არის შედეგი იმისა, რომ  ეს გოგო-ბიჭები კიდევ უფრო დიდი  წარმატებით აგრძელებენ სწავლას როგორც ჩვენი ქვეყნის ასევე, უცხოეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში

კერძოდ, მარიამ ბერიაშვილი წარმატებით აგრძელებს სწავლას ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში, ერაზმუსის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტია

ნიცა სირაძე თავისუფალი უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის წამყვანი სტუდენტია, ამავე ფაკულტეტის სტუდენტია ლუკა ხოსროშვილიც;  

ნიკოლოზ ქებაძე და ნინო ბადაგაძე ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის გამორჩეული სტუდენტები არიან

მარიამ ნოზაძე სან-დიეგოს უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტზე ერთ-ერთი დიდი მომავლის მქონე სტუდენტია

სოფიო ლაფაჩი და ელენე კურდღელაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები არიან

ირაკლი კანდელაკი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე სწავლობს და მნიშვნელოვანი წარმატებებით გამოირჩევა.

კურსდამთავრებულებს მიესალმა და ოქროს მედლები გადასცა სკოლის დირექტორმა თამარ მაისურაძემ, ხოლო სკოლის მასწავლებლებმა თემურ ტაბატაძემ, რუსუდან ანთიძემ, ლია ხოხაშვილმა, ციალა გიორგაძემ, ნინო ვეკუამ და თამარ ტაბატაძემ დიდი სიყვარულით გაიხსენეს მათი მოსწავლეობის პერიოდი და უსურვეს მათ შემდგომი წინსვლა და წარმატებები.